|
2017-08-17 18:55:24, 2226 ნახვა
საზოგადოება
გორისციხეზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარს მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია
გორისციხეზე ხანძარი გაჩნდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი განუცხადეს, ხანძარი გორისციხის ფერდობზე, ხმელ ბალახს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. "მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება ძალიან მალე, უმოკლეს დროში შეძლეს. ხანძრის ლიკვიდირებისთვის სამაშველო ბრიგადან წყლის ჭავლი და სხვა შესაბამისი ხელსაწყოები გამოიყენა", - აცხადებენ სააგენტოში. გარდა ამისა, სააგენტოში ამბობენ, რომ ხანძარს მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლი მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)