|
2017-08-17 11:26:11, 2200 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 600 გრძივ მეტრზე იცვლება კანალიზაციის მილები და მონტაჟდება ჭები. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. „საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბევრ მისამართზეა წყალ-კანალიზაციის პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა ასეთ პრობლემურ კორპუსში გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად ამ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 89 425 ლარი გამოიყოფა. (NS)
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)