10:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 20:48:08, 2581 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩოგოვაძე: თანამდებობას არ ვტოვებ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას

თანამდებობას არ ვტოვებ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება მისი შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ჩოგოვაძის განცხადებით, ის პირადად და მთელი გუნდი ტურიზმის განვითარებისთვის მუშაობას აგრძელებს.

"მთელი გუნდი აგრძელებს ბოლო წლებში დაწყებულ ამ დიდ საქმეს, რომელიც წელს დასრულდება 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურით. მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის ჩვენ ტურიზმის სფეროში", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ჩოგოვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ არანაირი შიდა დაპირისპირება მასსა და ეკონომიკის მინისტრს შორის არ არსებობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics