11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 14:21:39, 2737 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ბათუმში გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა - ადგილზე 60 მაშველია მობილიზებული

ბათუმში გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქების შედეგად 4 სახლი  მნიშვნელოვნად დაზიანდა, 2 მათგანს კი, ცეცხლი გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ქრობა მიმდინარეობს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა, სადაც ცისტერნები იყო განთავსებული. მაშველები დროულად მივიდნენ ადგილზე. ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ. ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი, საჭირო ტექნიკით არის მობილიზებული", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" სააგენტოში.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics