09:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 12:18:04, 2893 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა დატოვა

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ზალბერი გერმანიის საგანგებო ელჩად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დაინიშნოს.

ამასთან, დიპლომატის გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეც წარმომადგენლის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია.

როგორც მედია წერს, ჰერბერტ ზალბერის შემცვლელის მოსაძებნად ევროპულ სტრუქტურებში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. პროცედურას შესაძლოა 1-დან 3 თვემდე დასჭირდეს. 

ცნობისთვის, დიპლომატის გადადგომის საკიტხი პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც სპეციალურმა წარმომადგენელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ კი, ჰელბერტ ზალბერმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის დროს ცხონვალის რეგიონში ჩატარებული დე-ფაქტო არჩევნების შემდეგ ანატოლი ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics