10:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 12:50:25, 2340 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში დაშავებული სამხედროები მოინახულა

3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა.

მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა.

გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics