20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 10:32:22, 2999 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი აუდიოჩანაწერებზე: მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს

Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. 

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი მხოლოდ ანტიპიარია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ.

"ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. ზედმეტად ვთვლი, რომ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ჩაატარონ ექსპერტიზები რა სახისაც გინდათ იყოს.  მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები და ”ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ  ხელისუფლებას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ჩვენს შესასუსტებლადაა იმართული", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა  აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. 

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics