10:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 16:52:32, 2199 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო კახეთში ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ   ტრანსპორტირებით  გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო  შველი დროებით დარჩება ადგილზე .

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო.

ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.   

ამ ეტაპზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტო-საგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics