|
2017-08-14 12:42:11, 2719 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: ჩანაწერით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს
,,ჩანაწერით რეალურად გამოჩნდა, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა სააკაშვილის მიმართ",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ,,არანაირი შეხება ამას სამართლებრივ საკითხებთან არ აქვს. პოლიტიკური დევნა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც არის ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის დიდი კამპანიის ერთი ნაწილი. ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ქვეყნის პრესტიჟით. ისინი დაინტერესებული არიან დივიდენდების მიღებით. ცალკე საკითხი არის ის, რომ ჯერ ერთი მოიტყუეს, როდესაც საზოგადოებას უთხრეს რომ არ ყოფილა ეს თემა განხილული უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დრო და მეორე, რომ უბრალოდ საცინლად ასაგდები გახდნენ იმ ფორმის გამო, როგორც მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)