07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 15:13:44, 2591 ნახვა

მსოფლიო
სენატორი ჯონ მაკკეინი: მე ვბრუნდები

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც მაკკეინი ამბობს, ის საშინელ დაავადებას ებრძვის, მაგრამ მზად არის მუშაობას შეუდგეს.

"ჩემი მკურნალობის საქმე კარგად მიდის. თავს კარგად ვგრძნობ. მოდით, გულახდილები ვიყოთ - ეს ძალიან დაუნდობელი დაავადებაა, უნდა შევუტიო მას. საბედნიეროდ, ექიმებმა ის ნაადრევად აღმომიჩინეს და მკურნალობაც ძალიან კარგად მიდის. კიდევ 2 კვირა უნდა ვიმკურნალო, შემდეგ შეამოწმებენ, გახდება თუ არა საჭირო დამატებითი პროცედურების ჩატარება. მეგობრებო, ეს ძალიან ბოროტი დაავადებაა, მაგრამ მას ვუყურებ როგორც კიდევ ერთ გამოწვევას ჩემს ცხოვრებაში, როგორებიც ბევრჯერ მქონია. მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს ჩემი დემოკრატი მეგობრებისთვის. მე ვბრუნდები! იმათაც კი, ვისაც უნდათ, რომ მოვკვდე, არ სურთ, რომ ეს ახლა მოხდეს - ეს კი, უკვე კარგია", - დასძინა მაკკეინმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს სენატორ ჯონ მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც ექიმებმა მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. 25 ივლისს ჯონ მაკკეინი აშშ-ის სენატის სხდომას დაესწრო და კოლეგები მას ფეხზე მდგომნი, ტაშით დახვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics