07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 11:25:57, 2664 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინი ძალიან მალე ინანებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "ძალიან ინანებს, თუ აშშ-ის ან მისი პარტნიორების ტერიტორიაზე მტრულ ქმედებებს განახორციელებს".

„იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეა კარგად ხვდება ჩემი სიტყვების სიმძაფრეს. ვმუშაობთ ახალ სანქციებზე ფხენიანის წინააღმდეგ. მე ყოველთვის ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს.

ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს თანამშრომლობისთვის უხმო და ძალების გაერთიანება დაიწყო.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics