13:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 16:32:34, 1035 ნახვა

სამხედრო
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანს ესტუმრა

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ  ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას.

შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე  დაესწრნენ. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს IV მექანიზებულ ბრიგადაში აშშ-ის ევროპის ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაქგუაიერი და აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო ახლდნენ. 

მოგვიანებით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა და მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, ამერიკელ გენერლებს  სწავლების მიმდინარეობა გააცნო.
 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics