|
2017-08-10 13:03:45, 2387 ნახვა
სამართალი
პროკურორი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძის ბრალეულობა დამტკიცდება
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძეს სასამართლო დამნაშავედ ცნობს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე მამალაძის ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. "გამოვიკვლიეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, დავკითხეთ ექსპერტები. ექსპერტიზის შედეგად ასევე აღდგენილ იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით ჩვენი დარწმუნებული ვართ, რომ დავარწმუნებთ მოსამართლეს გიორგი მამალაძის ბრალეულობაში და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგი მამალაძე ცნობილი იქნება, დამნაშავედ, როგორც ანგარებით მკვლელობის მცდელობის ჩადენაში ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში", - განაცხადა გუბელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)