2017-08-10 10:55:52, 2688 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს - „თეირანს ტერაქტების ტალღა ელოდება“
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ახალი თავდასხმებით იმუქრება, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფებამ ახალი თავდასხმები ირანის დედაქალაქ თეირანზე დააანონსა.
როგორც სააგენტო წერს, "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შეიარაღებული ნიღბიანი პირები ახალგაზრდა ისლამისტებს თავიანთ ქვეყანაში ჯიჰადისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თავდასხმის შედეგად, რომელიც თეირანში პარლამენტის შენობაზე განხორციელდა სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან