07:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 13:03:47, 2702 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 6 ტურისტია.

ამასთან, როგორც მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 247-მდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, პროვინცია სიჩუანში მიწისძვრები პერიოდულად ხდება, ყველაზე მასშტაბური კი, 2008 წლის მაისში მოხდა, რის შედეგადაც თითქმის 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 7-ბალიანი მიწისძვრა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა. ექსპერტების ვარაუდით მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics