|
2017-08-09 10:51:20, 2376 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ–ს დელეგაცია ეწვია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალს, ტომას ბლეკსტოკს, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნიკოლოზ სირაძემ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობა გააცნო, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკულმა მხარემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სამხედრო ინჟინერთა კორპუსისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის ერთობლივი საჩუქარი: ხელსაწყოების პორტატიული ყუთები, სხვადასხვა ტიპის გენერატორები, კარვები, ჩაფხუტები, ძალაყინები და სხვა აღჭურვილობა გადასცა. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა აშშ-ს ევროპული სარდლობის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ჩვენებებს დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)