|
2017-08-02 12:06:43, 2362 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი პატრიარქს ილიაობას ულოცავს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს. „ გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს. წელს 30 წელი შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვიდან. ამ მოვლენამ თითოულ ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას მთლიანად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისში, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა განგვიმტკიცა, შეუმცდარი ორიენტირი დაგვისახა ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობების ძიებისა და ჩვენ თანამედროვეობაში მათი ხორცშეხმისათვის. სიმართლის გზით სიარულს, მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)