|
2017-08-01 14:18:31, 2450 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო ყოველდღიურად აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზთან
„საქართველო ყოველდღიურ აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამერიკის გზავნილი „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, ყველაფრის მთქმელია. „გზავნილი - „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, ყველაფრის მთქმელია. მოგეხსენებათ, საქართველო ყოველდღიურ აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, გატაცებებს, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ - ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ აქ საქართველოში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)