|
2017-08-01 12:41:09, 2538 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: პრეზიდენტი ტრამპი და მე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
„პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. პენსმა საქართველოში მიმდინარე წვრთნაზე „ღირსეული პარტნიორი 2017“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მაგალითია ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. „დღეს მიმდინარეობს წვრთნა გლობალური პარტნიორი, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გაამყაროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვის უნარის განმტკიცებაში. პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთაბეჭდილების მომხდენია, რომ საქართველო 2 პროცენტს ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტზე თავდაცვის სფეროზე. ამით ის ზოგიერთ ნატოს წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)