00:46 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 11:30:15, 755 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს დაესწრო

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დღეს საღამოს ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო.

ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ზღვისპირა ბულვარში ბათუმში მცხოვრები 7 ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციული სამოსით, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძებით წარსდგნენ. ასევე გამოიფინა ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნული ფესტივალი დადებით სიახლედ შეაფასა, მისი თქმით, მულტიკულტურული ბათუმი არის ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს ჩვენი რეგიონი: "სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ბათუმი და მსგავსი კულტურული ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია".

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics