04:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 20:01:15, 2198 ნახვა

საზოგადოება
მაიკ პენსს თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები დახვდნენ

თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალ  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს დახვდნენ. მაიკ პენსის ესკორტმა პუშკინის ქუჩა ცოტა ხნის წინ გაიარა და გზა ფუნიკულიორის მიმართულებით გააგრძელა, სადაც ოფიციალური ვახშამი უნდა გაიმართოს.

მოქალაქეები  მიესალმენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს  და გამოხატეს  მისდამი მხარდაჭერა. მათ ოვაციებით გააცილეს ვიცე-პრეზიდენტის ესკორტი.

ამ დროისთვის პუშკინის სკვერში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე იმყოფება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  თამარ ხულორდავა. მისი განცხადებით, აშშ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.

„ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ აქვს სტრატეგიული ინტერესები აშშ-ს და რომ სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო რეგიონში. ამ ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics