|
2017-07-31 12:00:41, 2698 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად
„თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად “,-ეს განცხადება საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან, ბალტიის ქვეყნებთან და მონტენეგროსთან დაკავშირებით გააკეთა. მანვე რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედების საკითხზეც ისაუბრა: „შეერთებული შტატების გზავნილი ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთნაირია, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია ზოგიერთი ქვეყნის მიმართ მიუღებელია, პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის ძალიან მალე მოაწერს ხელს სანქციებს“,-აღნიშნა მაიკ პენსმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)