|
2017-07-31 11:14:04, 2625 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დღეს დაგეგმილ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ვიზიტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. „მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერისა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, რომლის დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია მაიკ პენსი საქართველოში. მოხარული ვართ, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება საქართველოს. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება აშშ-ს მხრიდან, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რაც გაჟღერდა ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)