|
2017-07-30 14:32:23, 2696 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგაა მიმართული და მისი მიზანია, საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ელჩის განმარტებით, სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ. აღნიშნული განცხადება იან კელიმ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. „ეს სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგაა მიმართული.სწავლების მიზანია საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სამშვიდობო ოპერაციებში. მათ შორის ავღანეთში. სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. ასე რომ, ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, განამტკიცოს საკუთარი სუვერენიტეტი“,-აღნიშნა იან კელიმ. საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)