|
2017-07-28 09:23:51, 2681 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: მე არავის მხრიდან არ ვეძებ დახმარებას
„მე არ ვეძებ არავის მხრიდან დახმარებას“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წამყვანის შეკითხვას - „ხომ არ ეძებს ის დახმარებას აშშ-ის პრეზიდენტისგან“. „ეს იყო აბსოლუტურად უკანონო ბრძანება. მე არ ვეძებ არავის მხრიდან დახმარებას. მოხდა ისე, რომ შეერთებულ შტატებში ვარ ჩემ ოჯახთან, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან. უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვეს იმავე პრობლემისა და მიზეზების გამო, რა პრობლემებიც მქონდა პუტინთან. მე წინ ვებრძვი ოლიგარქიულ და კორუფციულ რეჟიმს. მე უკრაინის პატრიოტი ვარ, მე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა რადგან უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მომანიჭა მოქალაქეობა და ის მივიღე რადგან ვფიქრობდი, რომ ისიც ერთგული იყო რეფორმების. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა უფრო მეტად შეეწინააღმდეგოს რუსეთის ზეწოლას. პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაჰყვა იმავე გზას, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს - ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის შესუსტება და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე, მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი გავხდი. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც უკრაინის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა, ცდილობენ მთავარი კონკურენტის ჩამოშორებას. მაგრამ უკრაინაში დიდი პროტესტია, მე მხარს მიჭერს სამოქალაქო საზოგადოება სხვა ოპოზიცური ჯგუფები, ჩემი პარტია. გვჯერა, რომ უკრაინელი ერი ამ ომში გაიმარჯვებს, ისინი შეაჩერებენ რუსეთს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩამოიშორონ პოსტსაბჭოთა სტილის ოლიგარქები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)