|
2017-07-27 18:02:40, 2278 ნახვა
პოლიტიკა
მოგერინი: საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსესუსის ნაკლებობის გამო, სინანულს გამოვთქვამთ
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს პასუხობს. მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თუმცა, მისივე თქმით, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. ამასთან, მოგერინი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის პროექტში უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა. „მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისა და ჩემ მიმართ, სადაც თქვენ ოცდათორმეტ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად გამოხატავთ საერთო შეშფოთებას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით კონსტიტუციური რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს, ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო პროექტი ადასტურებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა მის ძალაში შესვლას 2024 წლამდე გადაავადებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად იქნა შეტანილი. სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო. თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსესუსზე დაფუძნება“,-ნათქვამია ფედერიკა მოგერინის წერილში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)