|
2017-07-27 14:54:44, 2729 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან დავითაშვილი: პოლიტიკურად თუ შევხედავთ, სააკაშვილი გაკოტრებული ფიგურაა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე ისაუბრა. „რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს დასმული, შემდგომში კი 2015 წელს დამატებითი ინფორმაციაა წარდგენილი. დანარჩენზე კი უკრაინის სამართალდამცავებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, ამასაც კანონი განსაზღვრავს და იურიდიული ნორმების შესაბამისად იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)