|
2017-07-27 14:16:04, 2951 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცინცაძე: პოროშენკო ფეხს არ ჩამოდგამდა, უკვე გადაწყვეტილი რომ არ ჰქონოდა, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილისგან "გათავისუფლებულიყო“. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სხვა შემთხვევაში ის საქართველოში არ ჩამოვიდოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ პოლიტიკურ შეხვედრებზე არაოფიციალური საუბრის მთავარი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა: „გადაწყვეტილება პოროშენკოს მიღებული ჰქონდა აქ ჩამოსვლამდე, სხვაგვარად ის თბილისში არ ჩამოვიდოდა. პოროშენკო სულელი არ არის და მან მშვენივრად იცოდა, რომ სასაუბრო, არაოფიციალური მთავარი თემა იქნებოდა, ალბათ, სააკაშვილის პრობლემა. ამიტომ, საუბარი რომ აქ გადაწყდა, ივანიშვილმა დააჯერა, ეს ისეთი დილეტანტიზმია, როგორიც დღეს გაბატონებულია საქართველოს დანარჩენ სფეროებში დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დამთავრებული ეკონომიკით. პოროშენკო არავითარ შემთხვევაში ფეხს არ ჩამოდგამდა საქართველოში, მას რომ უკვე არ ჰქონოდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)