01:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:27:30, 2647 ნახვა

ეკონომიკა
საოჯახო მედიცინის დაწესებულებების ქსელი „მედკაპიტალი“ ფართოვდება

საოჯახო მედიცინის დაწესებულებების ქსელი „მედკაპიტალი“ ფართოვდება და თბილისში, დიდუბის რაიონში კიდევ ერთ ამბულატორიულ ცენტრს ხსნის.

„მედკაპიტალის“ ახალი პოლიკლინიკის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ერთ წელიწადში დასრულდება.

გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით და პაციენტების სამედიცინო სერვისებით მომსახურებას 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

ამჟამად „მედკაპიტალის“ ამბულატორიული ქსელი ოთხ ამბულატორიულ დაწესებულებას მოიცავს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში - გლდანში, დიდუბეში, საბურთალოსა და მოსკოვის გამზირზე მდებარეობს.

„მედკაპიტალი“ 2 წლის განმავლობაში განმავლობაში გეგმავს ქსელის გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით 12-14 სამედიცინო ცენტრს დამატებას რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში იქნება განთავსებული.   

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics