|
2017-07-27 11:33:07, 2413 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ძალიან მნიშვნელოვანია
„სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში სამხედრო სწავლება- „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყება, რომელშიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ. „ვფიქრობთ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ ვცდები, უკვე მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება ამ ვიზიტის დროს და მინდა გამოვთქვა, ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)