|
2017-07-27 11:32:07, 2516 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება
„ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემოდგომაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოში გაიმართება. „ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. შეხვედრა გვქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა იერუსალიმის და პალესტინის პატრიარქთან თეოფილოს მესამესთან. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ისრაელმა შეძლო დროის მოკლე მონაკვეთში აეშენებინა ძლიერი სახელმწიფო. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. შემოდგომაზე შედგება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში, ასევე მე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი საქართველოში. ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაპატიჟება მიღებულია. შეხვედრა გავმართეთ ქართველ ებრაელებთან. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო, რომელიც სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ურთიერთობების განვითარებას ‘’,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)