|
2017-07-26 14:35:21, 2369 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე სამადაშვილს: თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს სტრასბურგში
„სტრასბურგში შეარცხვინა სამჯერ საქართველო თეა წულუკიანმაო, 320 საჩივარი შედიოდა სტრასბურგში თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, შერცხვენა ეგ იყო“,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. „რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ქალბატონო სალომე (სამადაშვილი) ადამიანის უფლებებზე თქვენ არ უნდა საუბრობდეთ, სტრასბურგში შეარცხვინა სამჯერო საქართველო თეა წულუკიანმაო, თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს სტრასბურგში. 320 საჩივარი შედიოდა თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, შერცხვენა ეგ იყო“,-აღნიშნა არჩილ თალკვაძემ. მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ ვითარებაზე: „მედიაზე როცა ვსაუბრობთ, გაიხსენეთ, რითი დაიწყეთ. ტელევიზიებზე რეიდებით დაიწყეთ, შემდეგ ჟურნალისტებზე დაჭერებით გააგრძელეთ და ბოლოს თეფშებზე ნადირობდით. დღეს მედიის თავისუფლებაზე ჩვენ გველაპარაკებით, როცა დღეს მედია შეგიძლია 10 წუთში დაარეგისტრირო, ტელევიზიების რაოდენობა გაზრდილია, კრიტიკა ნახეთ ხელისუფლების მიმართ მედიის შინაარსში, ეს არის მედიის თავისუფლება და არა ის, როგორც თქვენ წარმოგედგინათ ადრე“,-მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე ასაკისა და არასაკმარისი გამოცდილების გამო დაიწუნეს. კიდევ ერთმა კანდიდატმა ლადო ჭანტურიამ კი მაღალი შეფასება მიიღო და კონკურსს გააგრძელებს. ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდა, ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შემოტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)