|
2017-07-26 14:19:33, 2429 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე NDI-ს კვლევებზე: საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად გამოხატავს მათ განწყობას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კვლევები თავად საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად გამოხატავს ის მათ განწყობებს. მისივე განმარტებით, ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს: „რაც შეეხება ნატო-ს, ამ კვლევებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. საზოგადოებამ შეაფასოს, ეს კვლევები რამდენად გამოხატავს მათ განწყობებს, მაგრამ როცა ნატო-ზე ვსაუბრობთ, ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ეს არის თავად ნატო-ს შეფასების ანგარიშებში გამოხატული“,-აღნიშნა თალაკვაძემ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 66% უჭერს, 23%-ისთვის კი ალიანსში გაწევრიანება მიუღებელია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)