|
2017-07-26 14:16:49, 2383 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: საქართველო აშშ-ს საგარეო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წარმატებით განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულებას. მან ასევე საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება: „საგარეო პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეფასებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გავაკეთოთ. ფაქტები ამბობს შემდეგს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარმატებით განვახორციელეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულებას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალბათ კმარა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტთან, ტრამპთან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, ვნახეთ სენატის, წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ვნახეთ ეკონომიკური ინიციატივები და ვნახეთ, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამით უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა საგარეო პოლიტიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)