|
2017-07-26 13:57:10, 2505 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: სეკულარიზმთან დაკავშირებით პრემიერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, გამგები გაიგებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სეკულარიზმთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გამგები მას გაიგებს“. კობახიძის თქმით, საქართველო სეკულარული სახელწმიფოა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა სათანადოდ მოწესრიგებულია. „რაც შეეხება საქართველოს, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა. ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, სოფელ სნოში, საპატრიარქოს მიერ ახლადაშენებული სასტუმროს გახსნაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ესწრებოდნენ, მან განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)