|
2017-07-26 13:54:24, 2692 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არასეკულარული სახელმწიფოები ევროკავშირის წევრები მაინც არიან
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუგებარია, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც სეკულარიზმის პრინციპი არაა განმტკიცებული და არასეკულარული სახელწმიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები. რაც შეეხება საქართველოს, პარლამენტის სპიკერი განმარტავს, რომ საქართველო მოქმედი კონსტიტუციით სეკულარული სახელმწიფოა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა სათანადოდ მოწესრიგებულია: „საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან ეს გაუგებარია“,-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)