12:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:40:46, 2212 ნახვა

კომენტარი
სოფიო ქაცარავა: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, მმართველი გუნდი იყენებს ყველა ფორმატსა და მექანიზმს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები  საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში იდგეს.

ქაცარავას თქმით, ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია:

„ყველა დონეზე მართლაც არ ვიშურებთ არანაირ ძალისხმევას, რომ მშვიდობიანი გზით ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უდიდესი პრობლემა მოვაგვაროთ. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატსა და მექანიზმს, ორმხრივს თუ მრავალმხრივს იმისთვის, რომ ეს თემები ყოველთვის მაღალ დონეზე, ნებისმიერ დონეზე იქნას განხილული და იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ჩვენ ამ მხარდაჭერის შედეგებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვხედავთ. შესაბამისად, ყველა ის სპეკულაცია, რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, საფუძველს მოკლებულია და  ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. ცალსახაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და ბოლო პერიოდში გაიზარდა აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეების ძლიერი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ქაცარავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics