|
2017-07-25 19:37:00, 2615 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
დღეს სასტუმრო ,,ROOMS“ - ში საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მათი პრობლემების სახელმწიფომდე მიტანას. ,,აღნიშნულ ფორმატში ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და ინიციატივები, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ინიციატივები და სიახლეები, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, განიხილება და ხდება შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. დღევანდელი სხდომის ძირითადი მიზანი იყო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, დღევანდელი დღე ასევე დაეთმო საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვას“,-განაცხადა გენადი არველაძემ. ფერმერმთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის თქმით, მსგავსი საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესების რეალური პრობლემების ამოწევას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრის ფორმატი იყო. მოწვეული იყო ყველა ასოციაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ექსპორტ-იმპორტს და სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებას ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესების რეალური პრობლემების ამოწევას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ამ საბჭოში არის ბევრი სექტორული ასოციაცია.აქ მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება, შემდეგ ეს პრობლემა გაიშლება, დამუშავდება, ჩაერთვება კვლევის კომპონენტები დაეკონომიკის სამინისტროს წარედგინება რეკომენდაციები, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და ინიციატივები შევიდეს კანონმდებლობაში“ - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ. საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული სათათბირო ორგანოა და მის ფუნქციას ვაჭრობის საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაწარმოადგენს. ღონისძიებაზე საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია და ჩინეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საკუთარი პრობლემები და ინიციატივები გაეცნოთ საკონსულტაციო საბჭოსთვის. საბჭოს შემადგენლობაში 25 ასოციაციაა,სადაც გაერთიანებულები არიან მსხვილი და დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები. ღონისძიებას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)