01:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 19:22:52, 2464 ნახვა

საზოგადოება
ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

25 ივლისის დღის ბოლოდან, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

„შესაბამისად, რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩის ნაცვლად, ფურცელაძის ქუჩაზე ჩაუხვევენ, ხოლო ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106 და N112 თავისუფლების მოედნიდან სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, კონკასთან მობრუნდებიან, შეუხვევენ ორბელიანის მოედანზე, გაივლიან ვეკუასა და ფხოვის ქუჩებს და მოძრაობას დადგენილ გაჩერებებზე დაასრულებენ.

ავტობუსები: N20 და N23 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მობრუნდებიან და სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics