|
2017-07-25 17:29:36, 2418 ნახვა
სამართალი
ჯარჯი წიკლაური ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ადრე თუ გვიან მამა გიორგი მამალაძეს სიმართლის თქმა მოუწევს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. „არაერთი ვერსიის გადამოწმება გრძელდება, რა დადგინდება და გამოიკვეთება საბოლოოდ გვაჩვენებს გამოძიების მსვლელობა. კვლავ ვინარჩუნებთ იმედს, რომ ადრე თუ გვიან ბრალდებულს სიმართლის თქმა მოუწევს, მოუწევს თანამშრომლობა არა ისე თვალთმაქცური, როგორც აქამდე აკეთებდა, არამედ რეალურად სიმართლის თქმა მოუწევს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა“,-აღნიშნა პროკურორმა. კითხვაზე შესაძლოა თუ არა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ თუ კი საკმარისი მტკიცებულებები შეიკრიბება საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. „ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და სხვა პირთა პასუხისმგებლობა არ დგას, რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით“,-აღნიშნა წიკლაურმა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დისტანციური გზით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხა. ის ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება. სოსო ოხანაშვილი იყო როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის დასაკითხ მოწმეთა სიაში, თუმცა მისი დაკითხვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ უზრუნველყო. პროკურორების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ არაერთხელ სცადა ოხანაშვილთან დაკავშირება, თუმცა მათივე განმარტებით ოხანაშვილის ოჯახის წევრებმა განუმარტეს, რომ ის არ აპირებდა სასამართლოზე ჩვენების მიცემას.
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)