17:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 13:49:51, 2507 ნახვა

სამართალი
ოთარ კახიძე ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, კახიძე სამმართველოში 15:00 საათზეა დაბარებული.

სამინისტროს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

„გამოკითხვის შემდეგ შედგება ოქმი რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობდა, დეპუტატი ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, იგი ლეგალურად ფლობს „გლოკ 19“ ტიპის პისტოლეტს და როგორც პარლამენტის წევრს, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics