01:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 16:49:40, 1963 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი აღმაშენებლის გამზირზე გამართული აქციების დროს პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა 23 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო მსვლელობას, პარალელურად კი, ჩატარდა კონტრაქცია, რომელიც თავდაპირველად „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა დაგეგმეს, მოგვიანებით – გააუქმეს, თუმცა მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა მაინც შეიკრიბა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას.

„აღსანიშნავია, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავთა კორდონი იდგა, რამაც ხელი შეუწყო მანიფესტაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ ინციდენტებს. დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სხვადასხვა საგნების – წყლის ბოთლების, კვერცხებისა და ცოცხების სროლის, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, საგნების სროლას რამდენიმე ადამიანის დაშავებაც მოჰყვა. მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო“,-ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ თითოეულ ამ ინციდენტზე და გამოიყენონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.

„სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს თვალყურს მიადევნებს“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics