|
2017-07-21 19:14:03, 2706 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვარამია: მივმართავთ სასამართლოს, სრულად იქნეს ანაზღაურებული ზიანი, რომელიც „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოსგან მიადგა
„ვაპირებთ, მივმართოთ სასამრთლოს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებს, რათა სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იგი ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გადასახადი ყველა კომპანიამ უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტული გარემო იქნება“. „ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალია არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ "იმედის" ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ს გადასახადების გადახდის პრობლემა სახელმწიფოს გადაწყვეტილებების გამო შეექმნა. „თუ "რუსთავი 2-ის" ანგარიშებს დაედება საგადასახადო საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას და იმის მიღწევას, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ... "რუსთავი 2" ისევ საფრთხეშია, "რუსთავი 2-ს" ემუქრება საგადასახდო ყადაღა და ეთერის ჩაქრობა",- განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)