|
2017-07-21 18:30:09, 2331 ნახვა
საზოგადოება
პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. მერიის ცნობით, პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ. კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)