10:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 14:26:40, 2315 ნახვა

სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე: თეთრუაშვილს შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით შეუშალოს ადამიანს ხელი, მის არსებობასაც კი

„ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს“, - ასე უპასუხა ჭონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტის კითხვას -„შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა“.

როგორც მეუფემ საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას კითხვები ძირითადად მის სატელევიზიო გამოსვლებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„მე დავიკითხე ჩემი სატელევიზიო ეთერებში გამოსვლებიდან გამომდინარე. იგივე შეკითხვები იყო და იგივე დავადასტურე, ჩემი აზრი რაც არის და დავადასტურე რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის ამ ქალბატონის, შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლება. მას მხოლოდ შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს შეუშალოს ხელი, მის არსებობასაც კი“, - განაცხადა მეუფე მეტრემ და დასძინა, რომ მამა გიორგი მამალაძე უსამართლო პატიმარია.

"მამა გიორგი მიმაჩნია, რომ არის უსამართლო პატიმარი, უცოდველი და უდანაშაულო არავინ არა ვართ, მათ შორის გამონაკლისი არ არის მამა გიორგი", - განაცხადა მეუფემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics