10:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 13:06:22, 2553 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: დიპკორპუსთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც  ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.  შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში  უცხოური ინვესტიციები შემოდის.

„გარდა ამისა,  დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები,  საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics