00:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 16:13:36, 2124 ნახვა

საზოგადოება
სტეფანწმინდაში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა

სტეფანწმინდაში, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ჯიშიანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოვლა-პატრონობის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და კონსულტაციები  გაუწიეს.

ცნობისთვის, პროექტი „მობილური ექსტენცია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მე-2 წელია ხორციელდება. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ დროის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარეს და ათასობით ფერმერეს გაუწიეს დახმარება. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics