|
2017-07-19 15:12:41, 2151 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოვლენ
„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების დელეგაცია ჩამოვა. ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო დიპლომატია რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების აღდგენაში, სავიზო პრობლემების გადაჭრაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსულ-ქართული დიალოგი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, თუმცა ორი ქვეყნის პარლამენტარების ძალისხმევით, ურთიერთობის აღდგენა დაიწყო. „თბილისში აუცილებლად ჩავალთ. რუსი პარლამენტარები საქართველოში 10 წელია არ ყოფილან. ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს გადასაჭრელი, მათ შორის განვიხილავთ ეკონომიკურ, სავიზო საკითხებს და დიპლომატიურ ურთიერთობებს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ მოსკოვისა და თბილისის კონტაქტების უფრო მაღალ დონეზე აყვანა სურთ. თავის მხრივ, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ, „იზვესტიას“ განუცხადა, რომ დიალოგის გარეშე, ორი ქვეყნის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა შეუძლებელია. „თუმცა ყველაფერი მხოლოდ დიალოგზე არ არის დამოკიდებული. არის ბევრი დამატებითი სირთულე და პრობლემები, მაგალითად ოკუპაციის შესახებ კანონი. ჩვენ მთავრობას ჩვენი პოზიცია სწორად არ ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ესმის და ბოლო სიტყვას სწორედ საზოგადოება იტყვის“, - განაცხადა ლომიამ.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)