11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 14:13:24, 911 ნახვა

სამხედრო
23-ე ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიას ასრულებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA ასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიაში მონაწილე მშვიდობისყოფელების დაჯილდოების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა.

უწყების ცნობით, სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა გენერალმაჰერმან რაისმა მადლობა გადაუხადა და მშვიდობისმყოფელებს სამახსოვროდ „მისიებისა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ ბელგიის სამეფოს მედლები გადასცა. სიტყვით მიმართვისას ბელგიელმა გენერალმა სამხედრო-საწვრთნელი მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA 31 იანვრიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას 6 თვის განმავლობაში დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს რამდენიმე კვირაში ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ჩაანაცვლებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics