|
2017-07-18 23:14:41, 2513 ნახვა
პოლიტიკა
პოროშენკო: 2008 წელს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით
პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე აღნიშნა, უკრაინასა და საქართველოს საერთო ინტერესები, ღირებულებები, თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა აერთიანებთ. „უკრაინა და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნები კვლავაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზნისაკენ - ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოები და განვავითაროთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით. მჯერა რომ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყნებში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სტრატეგიულ ხარისხში გადაჰყავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით ორ ქვეყანას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ. „2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა. ამ რთულ დროს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით. და უკვე 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა“, - აღნიშნა პოროშენკომ.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)